ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტული ფორმების გადაცემა

16 თებერვალი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ხათუნა აღამონაშვილი, სპორტული სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალური ტურის მონაწილეებს შეხვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმღვანელმა პირებმა სასკოლო გუნდის მწრთვნელებსა და წევრებს სპორტული ფორმები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023-2024 წლების სეზონი 2023 წლის შემოდგომაზე მუნიციპალური ეტაპით დაიწყო, რომელში გამარჯვებული - ბოდბისხევის, ვაქირის, ძველ ანაგის, მაღაროსა და სიღნაღის საჯარო სკოლების გუნდები რეგიონალურ ეტაპზე გადავიდნენ.
რეგიონალურ სპორტულ სასკოლო ოლიმპიადაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები კროსის, ფეხბურთის, ფრენბურთის და მაგიდის ჩოგბურთის სახეობებში იასპარეზებენ.

 

გააზიარე