ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტუდენტების დახმარება

 

სტუდენტების დახმარება

 

 აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სწავლის საფასურის თანადაფინანსება .

აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ:

ა) ობოლ და მრავალშვილიანი (რომელებსაც ჰყავთ სამი არასრულწლოვანი და მეტი) ოჯახის

სტუდენტებს, რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი,  სრული გადასახდელი თანხის 50%,  მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.

ბ) სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლეთა ოჯახები განიცდიან უკიდურეს  გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65001-ს.რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600ლარი,  სრული გადასახდელი თანხის 50%,  მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.

სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 24 წლამდე.

 პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ობოლი სტუდენტის  შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

დ) სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის შესახებ;

ე) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის

ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ზ)  ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული  სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.

 

გააზიარე