ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მარჩენალდაკარგულთათვის და მარტოხელა მშობლებისთვის

მუხლი 10. მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარჩენალდაკარგული მიიღებს ერთჯერად დაფინანსებას არაუმეტეს 200 ლარისა.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერად დაფინანსებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება მერის სახელზე;

 ბ) განმცხადებლის ან/და მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) მშობლის (მშობლები) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შვილის (შვილები) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.


სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.

 

გააზიარე