ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვეტერანებისთვის

მუხლი 7. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის):

  ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.

  3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

  ა) განცხადება მერის სახელზე;

  ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.

 

მუხლი 71. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება

1. პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე პირთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

2. პროგრამის მოსარგებლე პირები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;

  3. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  ა) განცხადება მერის სახელზე;

  ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

  გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 დ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი);

ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან.

4. ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების თანხა თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვე არაუმეტეს 15 ლარისა, რომელიც ჩაირიცხება სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე.

 5. თანხის ჩარიცხვა მოხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.

 

გააზიარე