ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ფორმა №100;

ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებსა და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირებს გაეწევათ ფინანსური დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 200 ლარისა.

 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ)    ცნობა    ჯანმრთელობის    მდგომარეობის    შესახებ    (ფორმა    №100)    ან/და    ცნობა         ექიმისაგან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ.

 5. უსინათლოთა დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

  დ) უსინათლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. დაუნის სინდრომისა და აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის განისაზღვროს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის შესახებ.

9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გაიცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობისთვის უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

11. მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პენსიონერთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება მერის სახელზე;

 ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 გ)    მერის    წარმომადგენლის    ცნობა    შესაბამისი   ადმინისტრაციული   ერთეულიდან       ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) თავშესაფრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.

 

გააზიარე