ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იძულებით გადაადგილებულთათვის

მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) სოციალური დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სიღნაღის მუნიციპალიტეტში დროებით მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 100 ლარისა.

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ              მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა;

  დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.

 

გააზიარე