ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ვაქირში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

21 თებერვალი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
ამ დროისთვის შენობის კარკასის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის დამთავრების შემდეგ, ვაქირს 100 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.
სამშენებლო სამუშაოები საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

გააზიარე