ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ჯუგაანში „დოლაანთ“ უბნის გზის რეაბილიტაცია

16 May, 2022

სოფელ ჯუგაანში „დოლაანთ“ უბნის გზის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის ორივე ფენა ასფალტი უკვე დაგებულია, დარჩენილია სავალი გზის დახაზვა და საგზაო ნიშნების განთავსება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს სოფლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზაა და ადგილობრივების დიდი ნაწილი სწორედ ამ გზით სარგებლობს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „დოლაანთ“ უბანში მოასფალტებული გზა ამ დრომდე არასდროს ყოფილა.

სამშენებლო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დარჩენილი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.

 

გააზიარე