ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში

27 ივნისი, 2022

25 ივნისს, სიღნაღელი მსოფლიო ჩემპიონის, შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი წოლჭიმში გაიმართა.

ჩემპიონატს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან ერთად ესწრებოდა. მან სახელოვანი სპორტსმენის შოთა ბეჟაშვილის სპორტში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა, შეჯიბრის მონაწილეებს კი წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

საქართველოს ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მსოფლიოს პრიზიორები, ასევე, ვეტერანი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

ტურნირის ჩემპიონი და შოთა ბეჟაშვილის სახელობის თასის მფლობელი ლევან მთიულიშვილი გახდა, რომელმაც 230 კგ დაძლია.

გუნდური პირველი ადგილი სიღნაღის გუნდმა, მეორე - თელავმა, მესამე - თბილისმა მოიპოვა.

სპორტსმენები ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თემურ აბაზოვმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონმა შოთა ბეჟაშვილმა დააჯილდოვეს.

 

გააზიარე