ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრები მოსახლეობასთან

9 თებერვალი, 2024
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი ყარაღაჯის, ხორნაბუჯის და საზღვრისპირა სოფელ ერისიმედის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნენ და მათ მიერ დასახელებული პრიორიტეტული წინადადებები მოისმინეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად სპორტული ტრენაჟორების და სკვერის მოწყობა დაასახელეს.
2024 წელს პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად, საერთო გადაწყვეტილებების განხორციელებას ისახავს.

 

გააზიარე