საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო - 28.05.2021
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად უსაფრთხო ზომების გათვალისწინებით ჩატარდა. სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. .სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი, მალხაზ სიფრაშვილი.
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.;
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი, მალხაზ სიფრაშვილი.
3. . ა(ა)იპ ,,კომუნალური“ -ს დირექტორის ჯონდო გელაშვილის 2020 წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ჯონდო გელაშვილი, გოჩა შანშაშვილი.
4. .ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“-ს დირექტორის მურად ვაშაკიძის 2020 წლის ანგარშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მურად ვაშაკიძე, ნანა ნანობაშვილი.
5. საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.
6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მდებარე შენობა-ნაგებობის(ს/კ №56.11.45.018, ადმინისრაციული შენობა) პირველ სართულზე ერთი ოთახის,14.88 კვ.მ -ის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასა და საიჯარო ქირის საფასურზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.
7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების 2021-2023 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: სალომე კიკილაშვილი, ნანა ნანობაშვილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მოიხსნა ერთი საკითხი - ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვასილ ბალიაშვილის 2020 წლის ანგარიში მოსმენისა და შეფასების შესახებ“