ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

26 თებერვალი, 2024
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
 
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვასილ ბალიაშვილის 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ვასილ ბალიაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
2. ა(ა).ი.პ. ,,კომუნალური“ 1 -ის დირექტორის ბერდო ასანიშვილის 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ბერდო ასანიშვილი, ირაკლი ზურაშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. N56.05.49.588) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში (მაშნაარი, ვაქირი, ერისიმედი) გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი

 

გააზიარე