ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

22 April, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მაღაროში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
ამ ეტაპზე ე.წ. „რკინიგზისა“ და „სკოლის უბნის“ დამაკავშირებელი გზის და „რიყისა“ და „დიდი წყლის“ უბნებში მიწის ვაკისის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება.
ორივე გზის სიგრძე ჯამში კილომეტრსა და 887 მეტრს შეადგენს.
პროექტი, აღნიშნულ მანძილზე, აგრეთვე, ჩიხებსა და ეზოების შესასვლელებთან ორფენოვანი ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს.
გზის რეაბილიტაცია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

გააზიარე