ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„მხატვარი და ეპოქა"

20 May, 2022

19 მაისს, ქალაქ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სერია - „მხატვარი და ეპოქის“ ფარგლებში, ცნობილი ებრაული წარმოშობის ქართველი მხატვრის, შალომ კობოშვილის ნამუშევრების და სხვადასხვა ისტორიული ექსპონატების გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიებას ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ფოტომასალა, ებრაული კულტურის ეპოქის (1876-1941) ამსახველი სამოსი, სამკაულები, რიტუალური და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ღონისძიება სიღნაღის მუზეუმში ხორციელდება საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით და საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას ეძღვნება.

 

გააზიარე