ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია-ვაქცინაცია

15 ივნისი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და „მეიჰიუ საქართველოს“ფინანსური მხარდაჭერით 159 მიუსაფარი ძაღლის სტერილიზაცია-ვაქცინაცია განხორციელდა.

მიუსაფარი ძაღლების არსებობა მუნიციპიტეტის ქალაქებსა და სოფლებში საკმაოდ დიდი პრობლემაა. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მუნიციპალიტეტმა მიეხედა აღნიშნული საკითხისთვის და ეზრუნა მათი პოპულაციის მართვაზე.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციები ჰუმანური, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესების მიხედვით ჩატარდა.

მანიპულაციები მობილური ვეტერინარული კლინიკაა„დოგი დოკ“-ის მიერ განხორციელდა, რომელიც ორიენტირებულია სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციებზე საქართველოს რეგიონებში, სადაც ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ვეტ-მომსახურეობა.

პროგრამის მეორე დასკვნითი ვიზიტი მუნიციპალიტეტში სექტემბრის თვეში შედგება.

#სიღნაღისმერია

#მერიამუშაობსთქვენთვის

 

გააზიარე