ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

14 ივნისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის, საძირკვლის მოწყობა უკვე დასრულდა, რის შემდეგაც მზიდი კონსტრუქციის აგება დაიწყება.

პროექტის დამთავრების შემდეგ, ბოდბეს 75 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესამაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.

სამშენებლო სამუშაოები საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

გააზიარე