ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კლასიკური მუსიკის კონცერტი

30 ივნისი, 2022

დღეს, ააიპ სამუსიკო-სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შოპენის, ყანჩელის, თაქთაქიშვილის, ბეთჰოვენის, ცაბაძის ნაწარმოებები შეასრულეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მოსწავლეებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, სამუსიკო სკოლის გაერთიანებასთან ერთად აქტიურად იმუშავებს.

 

გააზიარე