ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ სიღნაღში ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია

19 April, 2024
ქალაქ სიღნაღში ფიროსმანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
უნდა აღნიშნოს, რომ ეს გზა მრავალი წლის განმავლობაში ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.
პროექტის ღირებულება 474 009 ლარია და 560 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარის დაგებას და ქუჩის პერიმეტრის გარკვეულ მონაკვეთებზე საყრდენი კედლების მოწყობას ითვალისწინებდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

გააზიარე