ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“

15 ივნისი, 2022

17 ივნისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ე.წ. სპორტული ვერსიის თამაშები დაიწყება. თამაშები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მეხუთე დღეს ფინალური ტური გაიმართება, რომელში გამარჯვებულ გუნდს ბროლის ბუ გადაეცემა, ხოლო პრიზიორი გუნდები და საუკეთესო მოაზროვნე სხვადასხვა პრიზებით, საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ღონისძიება სიღნაღის სკოლაში გაიმართება. დასაწყისი 14:00 საათი.

 

გააზიარე