"კოვიდ-19"- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
სიღნაღის მუნიციპალიტეტში "კოვიდ-19"- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტმა "ასტრაზენეკას" 300 დოზა მიიღო, რომლითაც პირველ რიგში მედ-პერსონალის აცრა მოხდება.
ვაქცინაცია ქ. წნორში მდებარე "შპს არქიმედეს კლინიკაში" მოწყობილ ამცრელ კაბინეტში განხორციელდება.