ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ღვინის დღეები

3 ოქტომბერი, 2023
7-15 ოქტომბერი, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“.
სიღნაღი
11.10.2023
ღონისძიების ადგილი: სიღნაღის ბულვარი
საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 17:00
• 17:00–21:00 ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00–21:00 ადგილობრივი ოჯახების კვების სივრცეები: გრილი, მაყალი და ღვინის შესაბამისი ხორცპროდუქტების კერძები, ღვინის ხემსის კუთხე, მოსასვენებელი სივრცეები.
• 17:00-21:00 ღვინის დღეების თემატური სუვენირების კუთხე.
• 17:00-21:00 საგამოფენო სივრცე - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
• 17:00-20:00 საბავშვო გასართობი და შემეცნებითი თამაშები.
• 17:00-18:00 თიხაზე მუშაობის შესწავლა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
• 18:00-19:00 კალიგრაფიის გაკვეთილები: ღვინის დღეების ღია და მისალოცი ბარათების შექმნა.
• 18:00-19:00 სომელიეს საუბრები ღვინის შესახებ.
• 19:00-21:00 კონცერტი: ნეკა სებისკვერაძე, სოფო გელოვანი, გიორგი ცხადაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ანი კეკუა, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, ანსამბლი „ირაო“.
შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

 

გააზიარე