ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის თეატრში ვანო სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

28 May, 2023
დღეს სიღნაღის თეატრში ვანო სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მასში მონაწილეობა სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს და მაყურებელს ლიტერატურული კომპოზიცია, - „ვანოს ცხოვრება და შემოქმედება“ წარუდგინეს.
საღამოს მეორე ნაწილი კლასიკური მუსიკის კონცერტს დაეთმო სადაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მსმენელთათვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე