უწყვეტი წყალმომარაგება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უწყვეტი წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის 4000 მეტრის მანძილი წყლის მილებით დაიქსელა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დამატებითი ჭაბურღილი, საქლორატორო და რეზერვუარი მოეწყობა.
პროექტის დასრულების შემდე,გ სოფელ ილიაწმინდაში ხარისხიანი, 24-საათიანი წყალი 270 ოჯახს მიეწოდება.
წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.
პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.