9 მაისი
ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავის აღსანიშნავად სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქში არსებული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
შეკრებილ საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა მიულოცეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ დღის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანს მიხეილ ღლიღვაშვილს სიღნაღის მერია ამ დღის აღსანიშნავავად 200 ლარს გადასცემს.