ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა

6 May, 2022

იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში მორი ჰიროიუკი, იაპონელ ახალგაზრდებთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურიზმის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს, ასევე, თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქალაქ სიღნაღის განვითარების კონცეფციაზე და მის ძირითად მიმართულებებზე, ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე, ტურიზმის განვითარების საფეხურებსა და არსებული შესაძლებლობების რეალიზებაზე ისაუბრეს.

თანამშრომლობის დროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობაში იაპონელი ახალგაზრდები და მოწვეული ექსპერტები ჩაერთვებიან.

იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, საჯარო მოხელეების გადამზადებას, ტექნიკურ და საგრანტო დახმარებას გულისხმობს.

 

გააზიარე