წყალმომარაგება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ილიაწმინდასა და ქვემო მაჩხაანში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.
ამ დროისთვის, ორივე სოფელში 4 კმ. სიგრძის წყლის მაგისტრალი მოეწყო. სოფელ ილიაწმინდაში, ასევე, დაგეგმილია ჭაბურღილისა და რეზერვუარის მშენებლობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ორივე სოფელში 760 ოჯახი ისარგებლებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ქვ.მაჩხაანში, ბოდბეში, ქვ.მაღაროში ილიაწმინდაში, ხორნაბუჯსა და ხირსაში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.