ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტუდენტების დახმარება

 

სტუდენტების დახმარება

 

აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სწავლის საფასურის თანადაფინანსება.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ:

ა) ობოლ და მრავალშვილიანი (რომელებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი) ოჯახის სტუდენტებს, რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.

ბ) სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70001-ს. რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ არანაკლებ 600 ლარი, სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი.

სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 24 წლამდე. პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ობოლი სტუდენტის შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

დ) სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის შესახებ;

ე) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

ვ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ზ) ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.

თ) სტუდენტის აკადემიური მოსწრების დოკუმენტი.

 

გააზიარე