ხანდაზმულებისათვის
. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით დაბადების დღის აღსანიშნავად. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ბ)საბანკოანგარიშისრეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.