ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47

სოფელი ნუკრიანი

სოფელი ნუკრიანი გაშენებულია ცივგომბორის მთის კალთაზე, აქედან გამომდინარე სოფელი ნუკრიანი ატარებს მაღალმთიანი სოფლის სტატუსს.

წინათ სოფლის ადგილზე ყოფილა გაუვალი ტყე. ნუკრიანი თავის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მეფეების და დიდგვაროვნების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ახლანდელი ნუკრიანის ტერიტორიაზე, უღრან ტყეში, პატარა ქოხში, უცხოვრია დედა-შვილს. შვილი მონადირე ყოფილა, ერთხელ სანადიროდ წასულს შველი მოუნადირებია და როდესაც უკან ბრუნდებოდა ცხენზე გადაკიდებულ ნანადირევთან ერთად, თურმე მის ცხენს შეუმჩნევლად უკან შვლის ნუკრი ასდევნებია. ნადირობიდან დაბრუნებულ შვილს დედა გამოეგებებია. როდესაც მას ეს სურათი დაუნახავს უსაყვედურია იმის გამო, რომ დედა ირემი მოუკლავს და შვილისთვის ასე მიუმართავს: ,,რად მოკალი შვილო ნუკრიანიო? სავარაუდოდ სწორედ აქედან დაერქვა სოფელს სახელი ,,ნუკრიანი’’. 

 

გააზიარე