ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ძველ ანაგაში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

18 ოქტომბერი, 2021

დღეს, სოფელ ძველ ანაგაში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მგფ-ის ხელმძღვანელი დავით ტაბიძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და მუნიციპიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი ესწრებოდნენ.

სოფელ ძველი ანაგის სკოლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პროექტის ფარგლებში მისი სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 200 მოსწავლეზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი.

აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

მნიშვნელოვანია, რომ სველი წერტილების ჩათვლით, სკოლა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე. ამასთანავე, შენობაში განთავსებულია ლიფტი, რომელიც სამივე სართულს მოემსახურება. სკოლისთვის აშენდა ახალი სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 2.7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

#სიღნაღისმერია

#ძველიანაგისსკოლა

 

გააზიარე