ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა მეთორმეტე კლასელებს

20 May, 2021

„მეთორმეტე კლასელებო, მინდა მოგილოცოთ სკოლის დამთავრება. უჩვეულო იყო წლევანდელი სასწავლო წელი, ასევე, ყველასათვის დაუვიწყარი ბოლო ზარი, მაგრამ მჯერა, რომ ახალგაზრდები ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ და ახალ ცხოვრებას შეუდგებით.ზოგი უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებთ სწავლას, ზოგიც სხვადასხვა ბიზნეს სფეროში დასაქმდებით. ჩემი სურვილია, ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, წარმატებული ადამიანები ყოფილიყავით!

თქვენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხართ. მთავარია, კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდეთ და თქვენი საქმითა და ცოდნით საკუთარ სამშობლოს ემსახუროთ. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში.“

საუკეთესო სურვილებით,

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი

 

გააზიარე