ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასტუმრო „სტამბაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

12 ივლისი, 2023
11 ივლისს, სასტუმრო „სტამბაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
„მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ და გაცნობოთ, რომ 300 000 ლარის გრანტი მოვიპოვეთ, რომელიც მუნიციპალიტეტში შემოსასვლელის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
ღონისძიებაზე ჩემს მსგავსად, საქართველოს 4 რეგიონიდან: გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან, 13 მუნიციპალიტეტის მერს მისცეს საშუალება, წარმოედგინა CESL პროექტის ფარგლებში დაფინანსებისთვის შერჩეული ინიციატივები,“ - აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა.
პროექტი ძირითადად მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის 4 წელი (2025 წლის სექტემბრამდე) გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები (მაგ. ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა) გამიზნულია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებასა და თანამშრომლობას.
ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი, გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ლიდია ქრისტმანი, GIZ-საქართველოს რეგიონალური დირექტორი სანდრა შენკე და GIZ-ის პროექტის CESL მთავარი ხელმძღვანელი ჰოვარდ ჰარდინგი ესწრებოდნენ.

 

გააზიარე