ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საშობაო კონცერტი სიღნაღში

25 დეკემბერი, 2023
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღში საშობაო კონცერტი გაიმართა.
ააიპ „სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანებამ“ წლის საანგარიშო კონცერტზე ტრადიციული მუსიკის განყოფილების მიერ შესრულებული ფოლკლორული სიმღერები წარადგინა.
ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები „შავნაბადა“ და „გურჯაანი“.
საღამოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე