ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან ანგარიშებით წარდგენა გრძელდება

23 ოქტომბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან ანგარიშებით წარდგენა გრძელდება.
სოფელ მაღაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია ბაიდოშვილმა, სოფელ ბოდბის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ მინდორაშვილმა და სოფელ ბოდბისხევის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ხოსიტაშვილმა ამომრჩეველს 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წ 10 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს.
ანგარიშის მოსმენის სხდომა წარმართა სოფელ მაღაროში საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილმა, სოფელ ბოდბეში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ილია ბაიდოშვილმა, ხოლო სოფელ ბოდბისხევში თავმჯდომარის მოადგილე გია პავლიაშვილმა.
ანგარიშის წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.
ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრების საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს.
საკრებულოს ყველა წევრი ამომრჩეველს კანონის შესაბამისად მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს. თითოეული წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

გააზიარე