ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროფესიონალური კრივის საღამო წნორში

20 ივლისი, 2023
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით 22 ივნისს, 19:00 საათზე, ქალაქ წნორში საკრივო შოუ გაიმართება!
სარეიტინგო ბრძოლებში მონაწილეობას მიიღებენ მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან!
კრივის საღამოს მთავარ დაპირისპირებებში სიღნაღის საბრძოლო ხელოვნების კლუბ "მგლების" (მწვრთნელი მიხეილ ბაკაშვილი) სპორტსმენები გოგა კევლიშვილი, გელა თეგაშვილი, გოგა ქავთარაძე და ლევან იანქოშვილი გავლენ რინგზე მეტოქეთა წინააღმდეგ.
სულ შედგება 11 დაპირისპირება:
ლევან იანქოშვილი VS ვალერი რამაზანაშვილი
გოგა კევლიშვილი VS გიორგი მჭედლიშვილი
გელა თეგაშვილი VS ბექა გაბისონია
გოგა ქავთარაძე VS მალხაზ გელენიძე
ნიკა იუდოვი VS ზურაბ ნიგურიანი
ავთანდილ ტყემალაძე VS ლუკა მეგრელი
იოსებ ოკინაშვილი VS ნიკა ნოზაძე
ემრუზ ჰუსეინოვი VS ნუკრი გამგებელი
ბაჩო ჯინჭარაძე VS ნიკა სანებლიძე
სერგო ოგანესიანი VS დიმიტრი წიკლაური
ნიკა ქოქაშვილი VS ილია ბერუაშვილი
 
ღონისძიებას WBC -სა (მსოფლიო კრივის საბჭო) და EBU-ს (ევროპის კრივის კავშირი) მიერ სერტიფიცირებულ მსაჯთა ბრიგადა გიორგი კობახიძის, გელა სხირტლაძის, დავით ნაზარაშვილის, მერაბ მაისურაძის, თამაზ ქართველიშვილისა და არსენა ყარაგვეზაშვილის შემადგენლობით მოემსახურება.
ღონისძიებას საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ფალიანი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები ვაჟა კვეზერელი, ლევან ხიტირი და ლელა ადუაშვილი, გენერალური მდივანი ხათუნა არონიშიძე, პროფესიონალური კრივის კავშირის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მინდია ნოზაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
საკრივო შოუს ცნობილი შოუმენი და მსოფლიო კლასის ილუზიონისტი გია ფარადაშვილი წარუძღვება.
ორთაბრძოლები წნორის პარკში, ღია რინგზე, 22 ივლისს, 19:00 საათიდან დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შესაძლებელი იქნება იუთუბის ქართულ საკრივო არხზე - Boxing Season. ფოტომასალა და ბრძოლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - Boxing Georgia.

 

გააზიარე