ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ომარ კოკოლიშვილის სახელობის საჭადრაკო ტურნირი

19 May, 2023
22 -23 მაისს, ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღში, ჭადრაკის სკოლაში ომარ კოკოლიშვილის სახელობის საჭადრაკო ტურნირი გაიმართება.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად, თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებსა და სენიორებს შორის ჩატარდება.
გამარჯვებულ ბავშვებს და სენიორებს გადაეცემათ შესაბამისი ფულადი თანხა, სიგელები, მედლები და თასები.
მობრძანდით და გვიგულშემატკივრეთ!!!
ქალაქი სიღნაღი, აღმაშენებლის მოედანი #2 , საჭადრაკო სკოლა.

 

გააზიარე