ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ნოემბერის თვის სოციალური პაკეტი

18 დეკემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2023 წლის ნოემბერში ისარგებლა 262 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 67 921 ლარი.
კერძოდ:
✅ სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება (33 ბენეფიციარი) - 12690 ლარი;
✅ ოპერაციების თანადაფინანსება (18 ბენეფიციარი) - 7100 ლარი;
✅ მოქალქეთა მკურნალობა-რეაბილიტაცია (15 ბენეფიციარი) - 8250 ლარი;
✅ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (46 ბენეფიციარი) - 8200 ლარი;
✅ ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (7 ბენეფიციარი) - 1400 ლარი;
✅ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (99 ბენეფიციარი) - 18245 ლარი;
✅ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (4 ბენეფიციარი) - 650 ლარი;
✅ მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (3 ბენეფიციარი) - 550 ლარი;
✅ სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დახმარება (1 ბენეფიციარი) - 843 ლარი;
✅ დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (სულ - 30 ბენეფიციარი) - 3000 ლარი;
✅ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება (1 ვეტერანი) - 350 ლარი;
✅ ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება (5 ოჯახი) - 6643 ლარი;

 

გააზიარე