ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

21 May, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი და მერის მრჩეველი თემურ ბალარჯიშვილი კოვიდის საწინააღმდეგო ,,სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. 

„ყველას მოვუწოდებ ვაქცინაციის ჩატარებისკენ. ესაა ერთადერთი სწორი გზა, რათა დროულად დავამარცხოთ მსოფლიო პანდემია. ვიმედოვნებ, ყველა გაიაზრებს იმ მოქალაქეობრივ პასუხიმგებლობას, რაც საკუთარი თავისა თუ გარშემომყოფების წინაშე გვაკისრია. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა გიორგი გოგილაშვილმა.

#სიღნაღისმერია

#ვაქცინაგვიცავს 

 

გააზიარე