ქართული სამოსის დღე სიღნაღში
ქალაქ სიღნაღში ქართული სამოსის დღე აღინიშნა.
ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმულმა ადგილობრივებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც ანსამბლ "ქიზიყის" მოცეკვავეებმა სხვადასხვა საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას სიღნაღში ვიზიტად მყოფი იაპონიის ელჩი, მისი აღმატებულება იმამურა აკირა დაესწრო.