ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი, 2024
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის/სათემო ცენტრებს ესტუმრნენ და აღნიშნული დღე მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
ცნობიერების ამაღლების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა საზღვრისპირა სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში სემინარი - „რა არის დაუნის სინდრომი და როგორ დავასრულოთ სტერეოტიპები“ გამართეს.
ღონისძიებების მიზანია ცნობიერების ამაღლება და არსებული სტერეოტიპების შეცვლა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი უერთდება კამპანიას #ერთადდავასრულოთსტერეოტიპები

 

გააზიარე