ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი წლის დღეები - 2024

19 დეკემბერი, 2023
სიღნაღი
25 დეკემბერს, სიღნაღში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: დავით აღმაშენებლის მოედანი, მერიის მიმდებარედ.
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი
14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი და საახალწლო ნუგბარი.
14:00–19:00 - ელფების სახელოსნო: საახალწლო ფიგურების დამზადება.
14:00–19:00 საბავშვო გასართობი სივრცე: თამაშები ყველა ასაკის ბავშვებისთვის, თოვლის პაპა და საჩუქრები.
14:00-18:00 - მუსიკალური კარნავალი, თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით.
14:00-18:00 - თოვლის პაპას ფოსტა: საახალწლო ღია ბარათების გაგზავნა საქართველოში და საზღვარგარეთ.
14:00-18:00 - ღია კინოთეატრი: საახალწლო ფილმების ჩვენება.
18:00–20:00 - საღამოს კონცერტი: თეატრალურის კვარტეტი და ბენდი „გუფი ლენდი“.
ღონისძიების წამყვანი - თაკო ჩორგოლაშვილი.
20:00 - საზეიმო ფოიერვერკი.
 

 

გააზიარე