Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ ვეტერანთა ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება

 

აღნიშნული სოციალური მომსახურებით მოსარგებლე პირები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები;

ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების თანხა თითოეულ ბენეფიციარზე  ყოველთვე არაუმეტეს 15 ლარისა, რომელიც ჩაირიცხება სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერზე.

აღნიშნული სერვისით - ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი);

ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;

 

თანხის ჩარიცხვა მოხდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

Share page