შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღე
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით თვითმმართველობისა და სიღნაღში არსებული შშმ პირთა ცენტრების ერთობლივი ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
გამოფენაზე ცენტრის ბენეფიციართა მონაწილეობით დამზადებული ნივთები, ნახატები, სამკაულები და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი იყო წარმოდგენილი.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მონაწილეობით მსგავსი ღონისძიებები არაერთხელ გამართულა.