მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის აგვისტოს თვის სოციალური პაკეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2021 წლის აგვისტოში ისარგებლა 288 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 79 880 ლარი.
კერძოდ:
სამედიცინო დახმარების მუხლი (89 ბენეფიციარი) - 51 285 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა (40 ბენეფიციარი) - 6220 ლარი;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (15 ბენეფიციარი) - 1500 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (134 ბენეფიციარი) - 18600 ლარი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (2 ბენეფიციარი) - 200 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (1 ბენეფიციარი) - 150 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (6 ბენეფიციარი) - 800 ლარი;
ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან სტუდენტების დახმარება (1 ბენეფიციარი) - 1125 ლარი.
დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (სულ-28 ბენეფიციარი) - 2240 ლარი;