Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელი ზემო მაღარო

ზემო მაღარო მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბლობზე. ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ზემო მაღაროს ,,ზღუდერი“ ეწოდებოდა. მას აქვს ,,ზეციური“ ხიბლი. ადრე მას ,,მეფეთა’’ სადგომს უწოდებდნენ. გაერთიანებული საქართველოს მეფეებმა ააგეს საზაფხულო მეფეთა სასახლე. აქ ხდებოდა კახეთის მეფის სახალხო დალოცვა, რაც მთავრდებოდა მისი კურთხევით წმინდა ნინოს ბოდბის მონასტერში. სასახლემ მე-19 საუკუნემდე იარსება.

1805 წლის 17(29) მაისს აქ დაიბადა პირველი ქართველი განმანათლებელი, საქართველოში ევროპული აზროვნების სტილის დამნერგველი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი სოლომონ დოდაშვილი.

ზემო მაღაროს 2017 წელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. მუნიციპალურ ცენტრამდე მანძილი 7 კმ. მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელს შეადგენდა 224, 2019 წელს - 214.

სოფელში არის პოლიკლინიკა. სოფელი გაზიფიცირებული და ელექტროფიცირებულია, უზრუნველყოფილია სასმელი წყლით, ინტერნეტით. 

სოფელში მდებარეობს ,,ზღუდერი“-ს და ,,ფერისცვალების“ ეკლესიები (მე-17-მე-18სს).

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

 

Share page