ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა მიუსაფარ ცხოველთა მართვაზე

20 სექტემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე, დავით დურგლიშვილი, კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს წარმომადგენელი, დიმიტრი არევაძე, ქალაქ სიღნაღის აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოველთა მეგობრების“ წარმომადგენლებს, ხელმძღვანელს ირინა ლიკლიკაძეს, ორგანიზაციის წევრებს - ნანჩო როსტობაიას და ნინო სვიმონიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ქალაქ სიღნაღის მაცხოვრებლებისთვის პრობლემატური და აქტუალური - მიუსაფარ ცხოველთა მართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ქალაქ სიღნაღში აღნიშნული პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და რიგი საკითხების დაწყებაზე, რომელიც ცივილიზებული და ჰუმანური მეთოდებით მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად, მხარეებს შორის გაიმართა კონსულტაციები, დაისახა მუნიციპალურ სამსახურსა და შესაბამის ორგანიზაციებს შორის მუშაობის გაგრძელების გეგმა.
საწყის ეტაპზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შინაურ და მიუსაფარ ცხოველთა ერთიანი აღრიცხვის მონაცემთა ბაზის წარმოებას დაიწყებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან კონსულტაციებს მომავალშიც გამართავს.
 
გააზიარე