ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო აუქციონი 2

გამოქვეყნების თარიღი: 16 აგვისტო, 2019
დასრულების თარიღი: 29 აგვისტო, 2019
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

ქ. სიღნაღში კოსტავას 10-ში მდებარე შენობის (ქორწინების სახლი) პირველ სართულზე მდებარე ერთი ოთახი 23კვ.მ.  ს/კN56.14.18.150. ოთახის მდგომარეობა-სარემონტო

პირობა
საქორწინო აქსესუარებისა და სუვენირების სარეალიზაციო ობიექტის განთავსება.
აღწერილობა

განცხადებისმიღებისადგილი:

       ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველისართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური.

      განცხადებების მიღება დაიწყება 31 ივლისს 12:00-ზე და შეწყდება 29 აგვისტოს 12:00.აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე.

       საბანკო რეკვიზიტები: ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის, (ბილეთის საფასური- 50 ლარი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია,  საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი−300528800. აუქციონში გამარჯვებულისთვის: სიღნაღისმუნიციპალიტეტის მერია,  საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იჯარიდან შემოსულ თანხებზე − 300523212.

                                     აუქციონშიმონაწილეობა 

          აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ანპირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

          აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგიდოკუმენტები:

ა)  ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტისმერია).

ბ)         „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები.

გ)         პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი.

დ)        განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის).

ე)         ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებსსხვა პირის სახელით.

          საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე„ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად  აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა და ამასთან  თანახმაა დააკმყოფილოს უაქციონის პირობა.           

        აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხადოს ქირის წლიური საფასურის 1/12 ნაწილი ყოველთვიურად ხელშეკრულებით განსაზღვრული რიცხვისათვის. თუ პირი დადგენილ ვადებშიარ გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას,  მას არ გადაეცემა სარგებლობის უფლება და შეტანილი,,ბე“ არ დაუბრუნდება.  აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობისაბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლისგადასახდელი ქირის ოდენობაში. 

        ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღისმუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში.  ტ. 0(355) 23 23 11.       

            სიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია

გააზიარე