ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

19 May, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა, სოფელ ჯუგაანსა და ბოდბისხევში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ჯუგაანში ე.წ. „დოლაანთ“ უბნის გზის რეაბილიტაცია სრულდება, ხოლო ბოდბისხევში „საწყობების უბანში“ სარეაბილიტაციო გზაზე მიწის ვაკისის აღდგენა დასრულდა და ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება იწყება.

საგზაო ინფასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც ჯამში 544 019 ლარი დაიხარჯება.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. გზის საფარი წლების განმავლობაში დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობას მუდმივად ექმნებოდა ავტოტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა. 

 

გააზიარე