ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოჯახისათვის

მუხლი 11. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება

1. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი 18 წლამდე ასაკის შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით მიეცეს ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

  ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

  გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

 დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

  3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებას ან თანადაფინანსებას თვეში არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.

  5. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ქირავნობის ხელშეკრულება.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.

 

გააზიარე