მუნიციპალიტეტის გამოჩენილი და საპატიო მოქალაქეები
სიღნაღის შესახებ
ნოდარ ჯავახიშვილი
ნოდარ ჯავახიშვილი
დაიბადა 1954 წლის 7 ოქტომბერს სოფელ ტიბაანში. 1977 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993-1998 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მის სახელს უკავშირდება საბანკო სექტორის ფორმირება გასული საუკუნის 90-იან წლებში, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის დახვეწა, ქართული ფულის რეფორმა, რამაც განაპირობა საფინანსო ბაზრის სტაბილური განვითარება, საკუთარი ეროვნული ვალუტის შემოღება.